სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

მენეჯმენტი

მენეჯმენტი - მენეჯმენტის, (მართვის) მრავალმაირი განსაზღვება არსებობს. საზოგადოდ ის გულისხმობს იმ ელემენტებსა და ფუნქციებს, რაც უზრუნველყოფს გარკვეული სტრუქტურის არსებობას თუ შენარჩუნებას როგორც ოგანიზაციულ სისტემაში, ისე მიზნებისა და პროგრამების რეალიზებაში. სოციალური მართვის უმთავრეს კომპონენტს ადამიანები წარმოადგენენ - ინდივიდები, რომლებიც მართვის რთულ ურთიერთდამოკიდებულებაში მართვის სუბიექტებად და ობიექტებად გვევლინებიან. „ორგანიზაცია“ და „მართვის სუბიექტი და ობიექტი“ სოციალური მენეჯმენტის კატეგორიებს წარმოადგენენ. ორგანიზაცია არის იმ ადამიანთა გაერთიანების ფორმა, რომელთა საქმიანობა გააზრებულადაა კოოდიინირებული მართვის სუბიექტის მიერ საერთო მიზნის მისაღწევად და ერთობლივი მოქმედების მოსაწესრიგებლად. ინდივიდები, შესაბამისად, არიან მართვის სუბიექტბი ან ობიექტები: სუბიექტი - მართვის სუბიექტური წყარი, ობიექტი - ვისზეც ხორციელდება მართვის ზემოქმედება. მათი სწორი ურთიერთმიმართება გვაძლევს მართვის საუკეთესო შედეგს. მკვლევარები მართვის ამ კლასიკურ სტილს გამოყოფენ: ავტორიტარულს, დემოკრატიულსა და ლიბერალურს (ფორმალურს, ნეიტრალურს).
//ქალთა ორგანიზაციების მეგზური=A handbook for women's organizations : [პუბლიკაცია] / საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი - თბ., 2003
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა