სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

მარქსი კარლ

მარქსი კარლ - (5.05.1818, ტრირი, - 14.03.1883, ლონდონი)-მეცნიერული კომუნიზმის ფუძემდებელი, საერთაშორისო პროლეტარიატის დიდი მასწავლებელი და ბელადი.სწავლობდა ტრირის გიმნაზიაში, დაამთავრა 1835წ. 1835 წელს შევიდა ბონის უნივერსიტეტში. 1836 წელს გადავიდა ბერლინის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. 1841წ. აპრილში იენის უნივერსიტეტმა მას ნაშრომისათვის ,,განსხვავება დემოკრიტესა და ეპიკურეს ნატურფილოსოფიას შორის“ მიანიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.

1842წ. მარქსი ხდება ოპოზიციური ,,რაინის გაზეთის“ ჯერ თანამშრომელი და შემდეგ კი მთავარი რედაქტორი. მან გაზეთს რევოლუციურ - დემოკრატიული მიმართულება მისცა. 1843წ. იგი დაქორწინდა ყრმობის მეგობარ ჟენი ფონ ვესტფალენზე.

კ. მარქსმა კრიტიკულად განიხილა ჰეგელის სამართლის ფილოსოფია და დაასკვნა, რომ სამოქალაქო საზოგადოება სახელმწიფოს ,,სხვადყოფნა“ კი არ არის, პირიქით, სახელმწიფო სამოქალაქო საზოგადოების ნაწარმოებია.

1844წ. პარიზში მარქსი თავისი რედაქციით გამოსცემს ჟურნალ ,,გერმანულ - ფრანგული წელიწდეულის“ ერთადერთ ნომერს. 1844წ. პარიზში შედგა კ.მარქსისა და ფ.ენგელსის შეხვედრა. მათი ერთობლივი ნაწარმოების ,,წმინდა ოჯახი, ანუ კრიტიკული კრიტიკის კრიტიკა ბრუნო ბაუერისა და კომპანიის წინააღმდეგ“ დაიწერა 1844წ, გამოქვეყნდა 1845წ. ფრანქპურტში.

მომწიფებული მარქსიზმის პირველ ნაწარმოებს წარმოადგენს მარქსის ,,ფილოსოფიური სიღატაკე“ დაიწერა 1846 – 47წწ. გამოქვეყნდა 1847 წელს პარიზში, ფრანგულ ენაზე. კ.მარქსი 1845წ. ბრიუსელში რევოლუციის ორომტრიალში მხურვალედ ჩაება, ამის გამო ჯერ დააპატიმრეს მეუღლესთან ერთად, ხოლო შემდეგ ბელგიიდან გააძევეს. 1867წ. მარქსმა გამოსცა მთავარი ნაწარმოები - ,,კაპიტალი“.

1873წ. გამოსცა ნაშრომი ,,სოციალისტური დემიკრატიის ალიანსი და მუშათა საერთაშორისო ამხანაგობა“.

კ.მარქსმა შექნა მეცნიერება ყველა ქვეყანაში ჩაგრული და ექსპლუატირებული მასების რევოლუციური განხორციელების, სოციალიზმის გამარჯვებისა და კომუნისტური მშენებლობის კანონზომიერების შესახებ.

კ.მარქსი გარდაიცვალა 1883წ. 14 მარტს. დაკრძალეს ჰაიგეტის სასაფლაოზე. (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია,ტ.6, გვ.463-466)
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა