სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

მოქალაქეობა

მოქალაქეობა - პირის მყარი პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირი კონკრეტულ სახელმწიფოსთან, რაც გამოიხატება ურთიერთსანაცვლო უფლებამოსილებათა ერთიანობით: სახელმწიფო აღიარებს მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, იცავს და მფარველობს მას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; თავის მხრივ, მოქალაქე ვალდებულია, იცავდეს და ასრულებდეს ქვეყნის კანონებს. მოქალაქეობის მოპოვება ხდება დაბადებით, მოქალაქეობის მიღებით (ნატურალიზაციით), კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.
საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქის უფლებათა დაცვას როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
//ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.


 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა