სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

მოსამართლის თანაშემე

მოსამართლის თანაშემე - იღებს მოქალაქეებს და მათ განცხადებებს, ამზადებს საქმეებს სასამართლო განხილვისათვის და მოსამართლის დავალებით ასრულებს საქმის სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებულ სხვა სამუშაოებს. თანაშემწე საკმაოდ მაღალ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს თანამდებობაზე დანიშვნის დროს. მაგალითად, მას უნდა ჰქონდეს იურიდიული განათლება და, ამასთან, გავლილი უნდა ჰქონდეს სამთვიანი სასწავლო კურსი სამოსამართლო სწავლების ცენტრში, ანდა მოსამართლედ, გამომძიებლად, პროკურორად, ან ადვოკატად მუშაობის ერთი წლის გამოცდილება.
1997 წელს მიღებულმა ორგანულმა კანონმა ,,საერთო სასამართლოების შესახებ” სასამართლო სისტემაში მოსამართლის თანაშემწის ინსტიტუტი დაამკვიდრა.
//სასამართლო ხელისუფლება საქართველოში : მიმოხილვა ქართ. და ინგლ. ენ. - [თბ. : ALPE], 2002
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა