სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

მიმოწერის დღიური

მიმოწერის დღიური - საზღვარგარეთ, სკოლებში, ფართოდ გავრცელებული სასწავლო მეთოდი, რომელსაც „მიმოწერის დღიური“ ან „სასაუბრო დღიური“ ჰქვია, ჩვენი დღიურისგან დიდად არ განსხვავდება. ერთი ისაა, რომ ამ საქმიანობასი მასწავლებელია ჩართული და პროცესს სწორედ ის ხელმძღვანელობს და მართავს.
მიმოწერის დღიური არის რეგულარული ინდივიდუალური მიმოწერა მოსწავლესა და მასწავლებელს, შესაძლოა, მოსწავლეებს შორისაც კი. ყველა მოსწავლეს თავისი რვეული, დღიური აქვს. ბავშვის წერილები და მასწავლებლის პასუხიც მთელი წლის განმავლობაში ამ დღიურში იწერება. ეს არის დიალოგი ორ თანასწორუფლებიან ადამიანს შორის (და არა მოსწავლესა და მასწავლებელს, უფროსსა და უმცროსს შორის). ბავშვები წერენ თავიანთ აზრებს, შეხედულებებს, გრძნობებს, და ა.შ. მასწავლებელი პასუხობს ყოველ წერილს, თავს დამოკიდებულებას უზიარებს, რჩევას აძლევს და აზრს ეკითხება.
რეგულარული ვარჯიში ავითარებს წერის უნარს- პუნქტუაცია, გრამატიკა, სტილი და სხვა. ყოველდღიურად ერთი-ორი წინადადების ჩაწერა წლის ბოლოსთვის საოცარ შედეგს იძლევა. გარდა ამისა, ბავშვს სხვისი აზრის მიოსმენის, გაგებისა და შეფასების უნარიც უჩნდება. წაკითხულს კარგად აღიქვამს და დედააზრი ესმის.
//წიგნიერი: [2002-2004 წლებში გამოქვეყნებული სტატიების ანთოლოგია],– [რედ. ზვიად მიმინოშვილი],–ასოციაცია სკოლა-ოჯახი-საზოგადოება,–თბ.,– 2005
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა