სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტი - ტერმინი თანამედროვე სახელმწიფო მეცნიერებაში 90-იან წლებში წარმოიშვა. იგი წარმოსდგება ლათინური სიტყვისაგან municipium - თვითმმართველი თემი. საერთოდ, მუნიციპალიტეტში იგულისხმება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის არჩევითი ორგანოების ერთობლიობა, რომელიც უფლებამოსილია წარმოადგინოს ამა თუ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობა და მისი ადმინისტრაციული აპარატი. რიგ ქვეყნებში, მაგალითად, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში ასეთად იწოდებიან მხოლოდ საქალაქო მმართველობის ორგანოები, მაგრამ დღეისათვის ის უფრო ფართო კონტექსტით გამოიყენება და გულისხმობს როგორც ქალაქის, ასევე სოფლის თვითმმართველობას, თვითმმართველ ერთობას იურიდიული პირის უფლებით. ამჟამად საქართველოში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პროცესები განიხილება როგორც მუნიციპალური პროგრამების განხორციელება.
//კოპალეიშვილი მ. ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალური (სამართლებრივიმ მოწესრიგების) საფუძველი// ალმანახი № 10, [სახელმწიფო სამართალი (II)],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999

 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა