სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

მაჰმადიანობა

მაჰმადიანობა - (მუსლიმანობა) VII ს-ის 20-იან წლებში არაბეთის ნახევარკუნძულზე ჩამოყალიბდა - ესაა სინკრეტული რელიგია, სხვადასხვა კონფესიის შერწყმის შედეგად აღმოცენებული მოძღვრება და კულტი. პირველ რიგში აქ იგულისხმება იუდაიზმისა და ქრისტიანობის გავლენა, რადგან ბიბლიის კვალი შესამჩნევია მაჰმადიანთა აზროვნებისა და ყოფაცხოვრების ყოველ ნაბიჯზე.
მაჰმადიანობა გააფორმა და გაავრცელა მუჰამედმა ანუ მაჰმადმა (აქედან, -, მახმადიანობა).
//პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა