სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

მედინა

მედინა - ,,წინასწარმეტყველის ქალაქი’’ - მადინა რასულ ალაჰ, პირველ ხანებში წარმართები მუჰამედის ქადაგებას ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ, მაგრამ შემდეგ სერიოზული ზომები მიიღეს. ახალი რჯულის მოძღვარმა დროზე შეიტყო მოსალოდნელი საფრთხე, დატოვა მექა და მოწაფეებთან ერთად იასრიბში გადაიხვეწა, რომელსაც შემოკლებით მედინა ეწოდა. გადმოცემის მიხედვით, მედინაში გადასახლება ანუ ჰიჯრა მოხდა 622 წელს. ამ ფაქტს მუსლიმანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან მიიჩნევენ ისლამის პირველ ტრიუმფად. ეს წელი მათი ერის (წელთაღრიცხვის) დასაწყისად იქნა აღიარებული.
//პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა