სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

მაზდეიზმი

მაზდეიზმი - ერთ-ერთი უძველესი დუალისტური რელიგიაა. სახელწოდება დაკავშირებულია უზენაეს და კეთილ ღვთაებასთან - აჰურამაზდასთან. იგი გავრცელებული იყო სპარსელთა წინაპრებს - არიელებს შორის. მის დოგმატებსა და ღვთისმსახურების წესებს საბოლოო სახე ზარათუშტრამ (ბერძნული წარმოთქმით - ,,ზოროასტერ ‘’) მისცა, რისთვისაც უკანასკნელს მოიხსენიებენ რეფორმატორად და წინასწარმეტყველად. მან დაწერა გათების ანუ საგალობლების კრებული, რომელიც შესულია აღნიშნული რელიგიის ფუძემდებელ წიგნში - ავესტაში (გათების კრებული ქართულად თარგმნა პროფ. გიორგი ახვლედიანმა. დაიბეჭდა 1979 წელს). ,,ავესტა’’ დაწერილია ძველი ირანული ენის ერთ-ერთ დიალექტზე. მისი პირვანდელი სრული ტექსტი არ გადარჩენილა: როგორც ვარაუდობენ, ნაწილი განადგურდა ალექსანდრე მაკედონელის მიერ ირანის დაპყრობის დროს, ნაწილი მოისპო ირანში ისლამის შემოჭრის შედეგად.
გარკვეულია, რომ ეს წიგნი იქმნებოდა და ივსებოდა ათასზე მეტი წლის განმავლობაში (ძვ.წ. IX - ახ.წ. III ). მასში წარმოდგენილია ლოცვები (იასნები) და საგალობლები (გათები); ჩამოყალიბებულია ზოროასტრიზმის არსი.
//პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა