სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

მთავრობა

მთავრობა (მინისტრთა კაბინეტი, მინისტრთა საბჭო) - სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი კოლეგიური ორგანო, რომელსაც სათავეში უდგას პრემიერ-მინისტრი (კანცლერი, მინისტრთა კაბინეტისა თუ საბჭოს თავმჯდომარე). მართვაგამგეობის ფორმის შესაბამისად, მას ქმნის პარლამენტი, ან პრეზიდენტი, ან ორივე ერთად.
მთავრობა - საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან, მათ შორის სახელმწიფო მინისტრებისაგან. მთავრობა თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სამთავრობო პროგრამით, რომელსაც ნდობას უცხადებს საქართველოს პარლამენტი. მთავრობის ფორმირების, მისი უფლებამოსილების მოხსნის, მთავრობის წევრების მინისტრების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით ,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“.
//ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.

მთავრობა - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. მთავრობა თავისი საქმიანობით პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე.
//ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.

 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა