სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

მალაკნები

მალაკნები -სიტყვა ,,მალაკანს’’ სხვადასხვაგვარად განმარტავენ. ერთნი ამბობენ: ,,მალაკანი’’ იმიტომ ეწოდათ, რომ მარხვის დროს, საეკლესიო ტრადიციას რომ დაპირისპირებოდნენ, რძეს სვამდნენ (ე.ი. ,,მალაკანი’’ ანუ ,,მოლოკანი’’ მომდინარეობს სიტყვიდან ,,მოლოკო’’). სხვანი კი მდინარე მოლოჩნაიასთან აკავშირებენ, რომლის ნაპირებზეც პირველი მალაკნების დიდი ნაწილი სახლობდა. შესაძლებელია, მათ ეს სახელი დაცინვით შეერქვათ, რადგან ისინი მაგარი სასმელების სასტიკი წინააღმდეგნი არიან. იმასაც ამბობენ, მალაკნები თავიანთ მოძღვრებას ,,სუფთა სულიერ რძეს’’ ადარებდნენო. საქართველოში მცხოვრები მალაკნების მსჯელობის თანახმად, მათ ეს სახელი რიცხობრივი სიმცირის გამო შეარქვეს.
დუხობორებისაგან განსხვავებით, აღიარებენ ბიბლიის ავტორიტეტს, მაგრამ ყველაფერს, ბიბლიის ტექსტსაც და საეკლესიო საიდუმლოებებსაც, სიმბოლურად გებულობენ. მაგალითად, ერთარსება-სამება, მათი აზრით, შემდეგნაირად უნდა გავიაზროთ: მამაღმერთი არის მეხსიერება, ძეღმერთი - გონება და სულიწმიდა - ნება. ასევე თავისებურად ესმით მათ ქრისტეს განკაცების ფაქტი: ქრისტე მოევლინა ქვეყანას, რათა ეხსნა იგი მოძღვრებით და არა თავისი თავის ნებაყოფლობითი შეწირვით. აღდგომის საიდუმლოს ისინი იაზრებენ არა რეალურ ფაქტად, არამედ ქრისტეს მცნებათა აღდგინებად მის მიმდევართა შორის. მათ, დუხობორების მსგავსად, წყლით ნათლისღება მიაჩნიათ ზედმეტად. აღიარებენ მხოლოდ ამ საიდუმლოს სულიერ მხარეს. ისინი ნათლობას უწოდებენ მოძღვრების აღქმას, ზიარებას - უფლის სიტყვის შთანერგვას. მორწმუნეთა საბოლოო მიზნად კი სულიერ აღორძინებას რაცხენ.
//პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა