სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD)

მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) - მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) დაფუძნდა 1992 წლის აგვისტოში თბილისში. ინსტიტუტი არის არასამთავრობო და არასამეწარმეო ორგანიზაცია, არ იმყოფება კავშირში არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან. 1998 წლის 6 ნოემბერს კავკასიურმა ინსტიტუტმა ხელახალი რეგისტრაცია გაიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ფონდის სამართლებრივი სტატუსით (რეგისტრაციის ნომერია 28/112). კიდევ ერთი ხელახალი რეგისტრაცია (13.12.2004. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ბრძანება #156). წესდებაში შეტანილმა ცვლილებებმა გამოიწვია.

კავკასიური ინსტიტუტი სახელმწიფო პოლიტიკის სწავლულ ექსპერტთა ცენტრია. მისი საქმიანობა ორ ვრცელ სიბრტყეზეა გაშლილი: დემოკრატიული გარდაქმენა და ინსტიტუციური მშენებლობა, და მტკიცე მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძვლების შექმნეა. კავკასიური ინსტიტუტის კომპეტენცია განსაკუთრებით მაღალია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემები, ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო საზოგადოების შენება, სამოქალაქო დიპლომატია და ნდობის დამკვიდრება, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები და უსაფრთხოების სექტორის რეფორმები.

კავკასიური ინსტიტუტი, უპირატესად, საქართველოს ფარგლებს შიგნით წარმართავს თავის საქმიანობას. თუმცა სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვა-ბალკანეთის სივრცეზე მიმდინარე ერთობლივ პროექტებშიც მოანაწილეობს. ის ხშირად არის სხვა - ქართული თუ უცხოური - სამოქალაქო ორგანიზაციის პარტნიორი, ან რომელიმე კოალიციის წევრი. ამასთან, ის თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც.

კავკასიური ინსტიტუტი ასრულებს კვლევით სამუშაოებს, ამზადებს და გამოსცემას სხვადასხვა პუბლიკაციას, აწყობს კონფერენციებს და სამუშაო შეხვედრებს - მრგვალ მაგიდებს. მისი ექსპერტების სამოქმედო სფეროებში ტრენინგ-გაკვეთილებსაც ატარებს.

გარდა პოლიტიკური რეკომენდაციების შემუშავებისა, კავკასიური ინსტიუტი ადამიანის უფლებადაცვით და დემოკრატიის მხადრამჭერ ღონისძიებებშიც ხშირად მონაწილეობს. ამ მიზნით ინსტიტუტი თანამოაზრე ინდივიდებთან და ორგანიზაციებთან ებმევა ხოლმე კოალიციაში.

ინსტიტუტის პროექტს ზედამხედველობას უწევს და ახორციელებს აღმასრულებელი საბჭო (8 ადამიანი). მუდმივი ადმინისტრაციული შტატი 5 ადამიანისაგან შედგება, რომელსაც აღმასრულებელი დირექტორი უდგას სათავეში. 15-იდან 20 კაცამდე სახელშეკრულებო საფუძველზე მუშაობს. გია ნოდია არის გამგეობის თავმჯდომარე, ავთანდილ ჯოხაძე აღმასრულებელი დირექტორი.

კავკასიური ინსტიტუტის სტრატეგიას განსაზღვრავს და საქმიანობას ზედამხედველობს გამგეობა, რომლის წევრები არიან:
1) ია ანთაძე
2) გიორგი გვახარია
3) ერეკლე მჭედლიშვილი
4) მალხაზ სონღულაშვილი
5) ემზარ ჯგერენაია
6) ემილია ხალილოვა
7) გია ნოდია

 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა