სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები - იგულისხმება: გაზეთები, ჟურნალები, ტელერადიოპროგრამები, ვიდეო და კინოდოკუმენტალისტიკა, ბიულეტენები, 600-ზე მეტი ტირაჟით დაბეჭდილი წიგნები და სხვა პერიოდული ან ერთჯერადი გამოცემები, თუ ისინი განკუთვნილია ინფორმაციის საჯარო გავრცელებისათვის.
//სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები - მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში იგულისხმება: გაზეთები, ჟურნალები, ტელე-რადიო პროგრამები, ვიდეო და კინოდოკუმენტალისტიკა, ბიულეტენები, 500-ზე მეტი ტირაჟით დაბეჭდილი წიგნები და სხვა პერიოდული ან ერთჯერადი გამოცემები, თუ ისინი განკუთვნილია ინფორმაციის საჯარო გავრცელებისათვის. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წარმოდგენილია, აგრეთვე, გამომცემლობებით, პერიოდული პრესის, ტელე და რადიომაუწყებლობის რედაქციებით, რომლებიც აწარმოებენ და ავრცელებენ მასობრივ ინფორმაციას (საქართველოს კანონი ,,პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“).
//ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა