სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

განაჩენი

განაჩენი - სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება საქმეზე, რომლითაც განსასჯელის მიმართ გამოდის გამამტყუნებელი ან გამამართლებელი გადაყვეტილება.
//სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002

განაჩენი - პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდებულის ბრალეულობის ან უდანაშაულობის შესახებ. განაჩენი შეიძლება იყოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი. განაჩენი შედგება შესავალი, აღწერილობით-სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისგან. განაჩენი იწერება სათათბირო ოთახში და დაუყოვნებლივ ცხადდება სასამართლო სხდომის დარბაზში.
//ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.

 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა