სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

განსაკუთრებული უფლება

განსაკუთრებული უფლება - პოლიტიკური ტერმინი, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო კანონმდებლობაში. კანონი, რომელიც მოქმედებს მხოლოდ ერთ ან რამდენიმე ჯგუფთან მიმართებაში. ის ასახავს პოზიტიურ ქმედებებს-ზომებს, ან რასობრივ თუ რელიგიურ სიძულვილის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის აღმკვეთ კანონმდებლობას, რომელიც ეხება ეთნიკურ, რელიგიურ ან სქესობრივ უმცირესობებს. თავისი არსით იგი არ არის დისკრიმინაციული. პირიქით, მიზნად ისახავს უმცირესობათა უფლებების გაფართოებას დროებით, სანამ ქვეყანა შეძლებს ყველა მოქალაქის უზრუნველყოფას თანაბარი შესაძლებლობებით.
//ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა