სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

გენდერი

გენდერი - (ინგლ. Gender - სქესი. უფრო ხშირად გულისხმობს გრამატიკულ სქესს). ეს ტერმინი იხმარება სოციალურ მეცნიერებებში ადამიანის სქესობრივი კუთვნილების სოციო-კულტურული ასტექტის აღსანიშნავად. გენდერი არის სქესობრივი განსხვავების სოციალური ორგანიზაცია; ანუ არის ქცევის კულტუროლოგიური მახასიათებელი, რომელიც დადგენილია საზოგადოებაში და შეესატყვისება მოცემულ სქესს კონკრეტულ კულტურულ დროსა და სივრცეში.
ინგლისურ ენაში Sexs-ი ნიშნავს სქესს, ხოლო Gender - შეიძლება განვიხილოთ როგორც „სოციო-სქესი“. ორივე ცნება გამოიყენება საზოგადოების ჰორიზონტალური სოციო-სქესობრივი სტრატიფიკაცისათვის და განსხვავდება ვერტიკალური - კლასობრივი, წოდებრივი და სხვ. სტრატიფიკაციისაგან.
Sexs-ი აღნიშნავს ბიოლოგიურ სქესს და აჯამებს ბიოლოგიური განსხვავებებს ქალსა და მამაკაცს შორის; გენდერი - სოციალური კონსტრუქციაა, რომელიც აღნიშნავს ქცევის თავისებურებებს და სოციალურ სტრატეგიას. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ Sexs-ი და გენდერი ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა პოლუსზე იმყოფებიან. სქესი სასტარტო პოზიციაა რომლითაც ადამიანი იბადება; მას ბიოლოგიური ფაქტორები განაპირობებენ. ესენია: ჰორმონალური სისტემა, ბიო-ქიმიური პროცესების მიმდინარეობის თავისებურება, გინეკოლოგიური და ანატომიური განსხვავება და სხვ. გენდერი სხვაგვარი კონსტრუქციაა - ეს არის ადამიანის სქესობრივი კუთვნილების მიხედვით საზოგადოებაში მისი სოციალიზაციის ერთგვარი დასკვნითი კონსტრუქცია. სწორედ გენდერი და არა სქესი განსაზრვრავს ქალის და მამაკაცის ფსიქოლოგიურ ნიშნებს, შესაძლებლობებს, მოღვაწეობის სფეროს, პროფესიას, საქმიანობას და ემყარება აღზრდის სისტემას, ტრადიციას და წეს-ჩვეულებებს, სამართლებრივსა და ესთეტიკურ ნორმებს.
//ანთელავა ლიანა, კულტურა და გენდერი [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002

გენდერი - ტერეზა დე ლაურეტისის აზრით, გენდერი არის პროცესი, რომელიც სუბიექტს მისი სქესობრივი სხვაობების გზით აგებს, რომლებიც, თავის მხრივ, კავშირშია მის რასობრივ, ეთნიკურ, სოციალურ სხვაობებთან. გენდერის აგება სოციალურად ხდება, მისი აგების მექანოზმებს კი გენდერული ტექნოლოგიები უწოდეს.
//ანთელავა ლიანა, კულტურა და გენდერი [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002

გენდერი - 70-იანი წლების ბოლოდან „გენდერის“ გაგება უფრო ფართოდ იქნა გამოყენებული. მრავალმა ჰუმანიტარმა ტერმინი „გენდერი“ მიიღო (ჰოფმანის შემოთავაზებით) როგორც პიროვნებათშორისი ურთიერთობების სისტემა, რომლის მეშვეობითაც იქმნება, მტკიცდება და ყალიბდება წარმოდგენა მამაკაცსა და ქალზე, როგორც სოციალური რიგი კატეგორიებზე.
//ჯავახიშვილი მანანა. გენდერული კვლევები და ისტორიული მეცნიერება. [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002

 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა