სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

გირაო

გირაო - ფულადი თანხა ან სხვა ფასეულობა, რომელიც სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს, ან წინასწარი გამოძიების ორგანოს დეპოზიტზე შეაქვს ბრალდებულს, განსასჯელს ან მათი სახელით სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის/განსასჯელის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში მისი დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს. გირაოს თანხას და მისი შეტანის ვადას განსაზღვრავს პროკურორი. გირაოს თანხის ოდენობა განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით. გირაოს თანხა არ შეიძლება იყოს 2000 ლარზე ნაკლები. გირაო, როგორც წესი, არ გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალი ედება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. გირაოს შეტანის წინ შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შესაძლო შედეგების შესახებ. თუ ბრალდებულმა ან განსასჯელმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოცხადებას, გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, ხოლო გირაოს სახით შეტანილი ფულადი ან სხვა ფასეულობა სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
//გზამკვლევი. ALPE, – თბ., 2006
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა