სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

გამოხატვის თავისუფლება

გამოხატვის თავისუფლება - ძირითადი უნივერსალური ღირებულებაა, რომელიც საფუძვლად უდევს ადამიანის უფლებებს და განსაზღვრავს პიროვნების ღირსებას. მისი მნიშვნელობა აღიარებული იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, როდესაც მიიჩნიეს, რომ გამოხატვის თავისუფლება «ქვაკუთხედია ყველა იმ უფლებისა, რომელთა დაცვაც გაეროს პრიორიტეტს წარმოადგენს» (UNGA, 1948). იმ საზოგადოებებში, სადაც გამოხატვის თავისუფლება დათრგუნულია, როგორც წესი ადგილი აქვს ადამიანის უფლებათა ხშირი დარღვევის ფაქტებს და პირიქით, იქ სადაც დაცულია გამოხატვის თავისუფლება, მეტია შესაძლებლობა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოვლენის და შემცირებისა. გამოხატვის თავისუფლება აღიარებულია გაეროს ყველა ძირითადი დოკუმენტით, მათ შორის სამი ძირითადი რეგიონალური ხელშეკრულებითაც. ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის მე-19 მუხლი შემდეგნაირად განსაზღვრავს გამოხატვის თავისუფლებას:
«ყოველ ადამიანს აქვს აზრის და მისი თავისუფლად გამოხატვის თავისუფლება. ეს თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას იქონიოს საკუთარი აზრი და დაუბრკოლებლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ყოველგვარი საშუალებებით, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად.»
//მენდელი ტობი. გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტები,-თავისუფლების ინს-ტი, თბ. 2004
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა