სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

გნოსტიციზმი

გნოსტიციზმი - ბერძნული სიტყვაა: ,,გნოსის’’ ნიშნავს ცოდნას, ,,გნოსტიკოსი’’-მცოდნეს, ,,გნოსტიციზმი“ - მცოდნეობას. ასე იხსენიებდნენ სექტებს, რომელთა წევრებს განსაკუთრებული ცოდნის ფლობაზე ჰქონდათ პრეტენზია. ისინი ასპარეზზე მასობრივად ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ჩანდნენ; დანაწილებული იყვნენ მრავალრიცხოვან და წვრილ-წვრილ სექტებად, რომელთაგან გამოირჩეოდნენ: სიმონიანელები, ნიკოლაიტები, მენანდრელები, კერინთოსიანელები, დოსითესიანელები, დოკეტისტები, კარპროკრატიანელები, მარკიონიტები, ვალენტინელები, ებიონიტები, სატურნინელები და სხ. სახელწოდებათა უმრავლესობაში ასახულია ერესიარქების ვინაობა: ბასილიდ სირიელი, ვალენტინ ეგვიპტელი, კარპოკრატ ალექსანდრიელი და სხვა.
//პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002

 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა