სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანდემოკრატია
დემოკრატია -(ბერძ. დემოკრატია ხალხის ხელისუფლება < დემოს ხალხი + კრატოს ძალაუფლება) - პოლიტიკური მმართველობის ფორმა, რომელიც დამყარებულია ისეთ პრინციპებზე, როგორიცაა: კანონის უზენაესობა, ხალხის მონაწილეობა სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებაში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა. ასხვავებენ უშუალო დემოკრატიას (ხალხის მიერ ხელისუფლების ორგანოების უშუალოდ არჩევა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება რეფერენდუმის მეშვეობით და ა.შ.) და წარმომადგენლობით დემოკრატიას (გადაწყვეტილებების მიღება, თანამდებობის პირების დანიშვნა ხალხის მიერ არჩეული ორგანოების მიერ და ა. შ.).
//ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
დემოკრატია - ბერძნული სიტყვა დემოკრატია ორი სიტყვისაგან შედგება და ნიშნავს დემოს-ის (ხალხი, ბევრი) კრატეინ (ბატონობა, მართვა). თუ დემოკრატიის თეორიის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენლის სარტორის დეფინიციას დავეყრდნობით, დემოკრატია არის პოლიტიკური თანაცხოვრების ორგანიზაციის ერთ-ერთი ფორმა და ტიპი.
//აფრასიძე დავით. არჩევნების მნიშვნელობა დემოკრატიული გარდაქმნისათვის // ახალი აზრი,- №2 (8),- 2003
დემოკრატია - ბოლო დრომდე აღიარებული დემოკრატიის ,,რეალისტური“ (იგულისხმება ცხოვრებაში განხორციელებადი) დეფინიცია ეკუთვნის რობერტ დალს. მისი ელეგანტური და მომჭირნე დეფინიციით დემოკრატია (იგი მას პოლიარხიას უწოდებს), სხვა არაფერია თუ არა ,,კონკურენცია, რომელიც ღიაა მონაწილეობისათვის“. /Robert Dahl, Polyarchy, Participation and Opposition, New Haven/London 1971./ ეს, მეცნიერული თვალისაზრისით, მეტად მომჭირნე დეფინიცა, ბევრის აზირთ, ოპერაციონალურ დონეზე რთული მოსახმარია და იგი დამატებით კონსტიტუციურ-სამართლებრივი განზომილების შემოღებას მოითხოვს. ანუ, კონკურენცია და მასში მონაწილეობის თავისუფლება სამართლებრივი სახელმწიფოს ფარგლებში უნდა იქნეს რეგულირებული.
//აფრასიძე დავით. არჩევნების მნიშვნელობა დემოკრატიული გარდაქმნისათვის // ახალი აზრი,- №2 (8),- 2003