სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

დოგმა

დოგმა - ბერძნული სიტყვაა და აღნიშნავს ,,თვალსაზრისს“, ,,შეხედულებას“, ,,მოძღვრებას’’, თავად დარგი - დოგმატიკა - მოიცავს ეკლესიის მიერ დადგენილ, უცვალებელ, ზედმიწევნით მტკიცე მოძღვრებას ღვთისმეტყველების ძირითად საკითხებზე - ღმერთსა და მის შესაქმეზე, ეკლესიაზე, მერმის საუკუნეზე და ა.შ.
მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციით, ძირითადი საღვთისმეტყველო დოგმატები თვით საღვთო წერილსა და საღვთო გადმოცემაშივეა კოდირებული. ისინი ჰგვანან მდოგვის მარცვალს, რომელიც ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ ,,როდესაც იზრდება, ყოველ მწვანილზე დიდია და ხედ იქცევა“ (მათე 13:32). დოგმატები წერილსა და გადმოცემაში მარცვლების მსგავსადაა წარმოდგენილი, რომლებიც გარემო პირობების შესაბამისად იხარებენ და ნაყოფს იძლევიან (ლუკა 8:11-15). დოგმატებს თავიანთი სათქმელი სრულყოფილად და ყველასათვის გასაგებად რომ გაეცხადებინათ, ღვთისმეტყველებს ისინი უნდა გამოეთქვათ და წერილობით ჩამოეყალიბებინათ, სიმბოლოებსა და ფორმულებში გამოეხატათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ინდივიდუალური საღვთისმეტყველო მსჯელობანი ფართო ასპარეზს იპოვიდა, რაც ახალი და ახალი ერესების აღმოცენებას წაახალისებდა. ასეც მოხდა, მაგრამ ამ ფაქტმა დოგმატიკის განვითარებას ანუ, ეკლესიის ენაზე რომ ვთქვათ, ჭეშმარიტების მეცნიერული კატეგორიებით გამოხატვას შეუწყო ხელი.
//პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა