სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

დეკარტი რენე

დეკარტი რენე - (1596-1650) ფრანგი ფილოსოფოსი, რაციონალიზმის მამამთავარი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ანალიზური გეომეტრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დეკარტს კოსმიური მატერიის მოძრაობის ძირითად ფორმად მიაჩნდა მისი ნაწილაკების გრიგალისებრი მოძრაობა, რაც ასევე განაპირობებს სამყაროს აღნაგობას და წარმოშობს ციურ სხეულებს. დეკარტის ამ ჰიპოთეზამ ხელი შეუწყო ბუნების დიალექტიკურ გაგებას, თუმცა თვით დეკარტს განვითარება ჯერ ისევ მექანისტურად ესმოდა. მისი თხზულებებია: „მსჯელობა მეთოდის შესახებ“, „მეტაფიზიკური განაზრებანი“.
//რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა