სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

დიპლომატიური იმუნიტეტი

დიპლომატიური იმუნიტეტი -უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირად ხელშეუხებლობას. ასეთი უფლებით აღჭურვილთა დაპატიმრება, პასუხისგებაში მიცემა, მოწმის სახით სასამართლოში გამოძახება არ შეიძლება. ხელშეუხებელია მათი საცხოვრებელი ბინა, სამუშაო ადგილი, გადაადგილების საშუალება (ავტომანქანა, თვითმფრინავი და სხვა). ამ ადგილებში ჩხრეკა აკრძალულია, მაგრამ დიპლომატიური იმუნიტეტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი მიზნებისათვის, რომლებიც შეუთავსებელია დიპლომატიური წარმომადგენლობის ფუნქციებთან, კერძოდ, არ შეიძლება თავშესაფარი მიეცეს ადამიანს, რომელიც დანაშაულის ჩადენისათვის დევნილია სახელმწიფოს მიერ; არ შეიძლება, აგრეთვე, ძალდატანებით ვინმეს დაკავება დასახელებულ ადგილებში.
დიპლომატიური იმუნიტეტი არ გულისხმობს სრულ უპასუხისმგებლობას. თუ იმუნიტეტით აღჭურვილი პირი დანაშაულს ჩაიდენს საქართველოს ტერიტორიაზე, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დიპლომატიური გზით გადაწყდება. საქართველოს სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს საქართველოდან მისი დაუყონებლივ გაძევება, როგორც არასასურველი პირისა (persona non grata). საქართველოს იურისდიქციას ასეთი პირი მხოლოდ მაშინ შეიძლება დაექვემდებაროს, თუ ამის შესახებ არსებობს იმ სახელმწიფოს აშკარად გამოთქმული თანხმობა, რომელსაც იგი წარმოადგენს.
//ნამჩევაზე დავით. სისხლის სამართლის კანონის სივრცეში მოქმედების პრინციპების ისტორიული მიმოხილვა // ალმანახი №12, [სისხლის სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა