სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

დისკრიმინაცია

დისკრიმინაცია -(ლათ. discriminatio განსხვავება) - სახელმწიფოს იურიდიული თუ ფიზიკური პირის უფლებების შეზღუდვა რაიმე მიზეზითა თუ ნიშნით. ადამიანთა გარკვეული კატეგორიის დისკრიმინაცია შეიძლება ხდებოდეს მათი რასობრივი კუთვნილების, ეროვნების, სარწმუნოების, პოლიტიკური მრწამსისა და სხვა ამგვარი ნიშნებითა თუ მოტივით. დისკრიმინაცია, რა ფორმითაც უნდა იყოს იგი გამოხატული, ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპებს და აკრძალულია როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით.
დიპლომატიური წარმომადგენელი - მოცემულ სახელმწიფოში აკრედიტებული უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელი.
//ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.

დისკრიმინაცია - ადამიანისათვის რაიმე ნიშნის მიხედვით უპირატესობის მინიჭება
//გიორგაძე გრიგოლ, მიქანაძე ავთანდილ ეს ყველამ უნდა იცოდეს : ჯიბის წიგნი პაციენტთათვის / გრიგოლ გიორგაძე, ავთანდილ მიქანაძე ; კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი - თბ., 2002

დისკრიმინაცია - კლასისა თუ კატეგორიის მიხედვით ადამიანთა ჩაგვრა მათი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე; წინასწარგანწყობა, რომელიც ქცევაში გადაიზრდება, მაგ., რასობრივი დისკრიმინაცია, უმცირესობების დისკრიმინაცია და ა.შ.
//ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა