სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

დიფამაცია

დიფამაცია –ლათინურად „Diffamo” - „სახელს ვუტეხ“ და ნიშნავს ვისიმე სახელის გასატეხი ცნობების (ნამდვილისა თუ მოგონილის) გამოქვეყნებას.
დიფამაციის არსებობისათვის აუცილებელია მითითება პირის წარსულ ან მიმდინარე საქმიანობის კონკრეტულ დასაძრახის ფაქტებზე.
დიფამაციის დროს გავრცელებული ცნობები უნდა იწვევდეს ვინმეს სახელის გატეხვას. სახელის გამტეხად ჩაითვლება ის ცნობები, რომლებიც მიუთითებს ამა თუ იმ პირის უარყოფით თვისებებზე, რომლებიც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენს საზოგადოებაში გაბატონებულ შეხედულებებს. ავადმყოფობაზე მითითება სახელის გამტეხად ჩაითვლება, როდესაც იგი დაზარალებულის ინტიმურ ცხოვრებასთან დაკავშირებით მის ცუდ ყოფაქცევაზე მიუთითებს (ვენერიული სენით, შიდსით დაავადებებისას).
დიფამაციის სუბიექტური მხარე გულისხმობს განზრახ ბრალს, რაც ცხადია დანაშაულის განზრახ ჩადენაზე მიუთითებს; დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ მის მიერ გავრცელებული ცნობა სახელს უტეხს სხვა პირს და სურს მისი ღირსების დამცირება და გათვალისწინებული აქვს მისი ქმედებით გამოწვეული საშიში შედეგების დადგომის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ ამ დანაშაულის ჩადენისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს განზრახვის ორივე ფორმას, როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ განზრახვას.
//კილასონია ნათია. დეფიმაცია // ალმანახი №12, [სისხლის სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა