სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

ძალადობა ოჯახში

ძალადობა ოჯახში - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განმეორებად ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ემოციურ ზეწოლას.
//კუჭუხიძე მარინა. ძალადობა ოჯახში, [ემპირიული კვლევები],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ.,2002

ძალადობა ოჯახში - ოჯახში ძალადობის სხვა სახის ძალადობისაგან ერთ-ერთი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ იგი ოჯახის ფარგლებს საერთოდ არ სცილდება.
//გაფრინდაშვილი ქეთი, ფხაკაძე რუსუდან. ძალადობა ოჯახში, [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ.,2002

ძალადობა ოჯახში - დასაწყის ეტაპზე ოჯახში ძალადობის ტერმინი მხოლოდ ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობდა, მაგრამ ახლა მამაკაცების წინააღმდეგ ძალადობასაც მოიაზრებს, მსოფლიო სტატისტიკური მონაცემებით ოჯახში ყველაზე გავრცელებული სახის ძალადობაა ცოლის ცემა. მის ოთხ ძირითად მიზეზს ასახელებენ, ესენია:
1. ეჭვიანობა
2. ქმრის მიმართ უპატივცემულობა
3. ქმრის, როგორც ოჯახის უფროსის და გამგებლის „უფლება“ - სცემოს ცოლი
4. ალკოჰოლური მდგომარეობა.
გარდა ფიზიკური ძალადობისა, ხშირია ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებიც, ისეთები, როგორიცაა: ცოლის მუდმივი კონტროლი, საკუთარი მშობლებისა და მეგობრებისაგან იზოლაცია; მუქარა, დაშინება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამცირება და ა.შ.
//გაფრინდაშვილი ქეთი, ფხაკაძე რუსუდან. ძალადობა ოჯახში, [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ.,2002


 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა