სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

ნოდია გია

ნოდია გია - მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე. დაიბადა 1954 წელს. თსუ ფილოსოფიის ფაკულტეტის დამთავრების (1976) შემდეგ მისი ფილოსოფიური რეფლექსიის ობიექტს კულტურისა და პიროვნების პრობლემები წარმოადგენდა, კერძოდ, შრომა, თამაში, იუმორი თავისუფლებასა და შემოქმედებასთან მიმართებაში. 80 - იანი წლების დამლევიდან მისი ყურადღება ფოკუსირებულია პოლიტიკის ფილოსოფიურ პრობლემებზე. ავტორია 3 წიგნის, 50 - ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 100 - ზე მეტი პუბლიცისტური წერილისა. მისი შრომები გამოდის ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, ესპანურ ენებზე. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე; პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლურ ენათა და კულტურათა უნივერსიტეტში; ჩატარებული აქვს საერთაშორისო კვლევები ვაშინგტონის ვუდრო ვილსონის სახელობის ცენტრში, კალიფორნიის უნივერსიტეტში (ბერკლი) და ბერლინის მეცნიერებათა კოლეჯში; ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ძირითადად მუშაობდა და წერდა ორ თემაზე: 1. რეგიონალური უსაფრთხოება, სახელმწიფოს მშენებლობა და დემოკრატიზაცია კავკასიაში; 2. ნაციონალიზმისა და დემოკრატიული გარდამავლობის თეორიები პოსტცივი ომის კონტექსტში. სხვადასხვა დროს სამეცნიერო - კვლევით მუშაობას ეწეოდა ვუდროვ ვილსონის ცენტრში (აშშ, ვაშინგტონი, 1991 -1992), დემოკრატიის საერთაშორისო ფორუმში (აშშ, ვაშინგტონი, 1996), კალიფორნიის უნივერსიტეტში (აშს, ბერკლი, 1997), ბერლინის მეცნიერებათა კოლეგიაში (გერმანია, 1998 -1999).
მრავალგზის იყო მიწვეული ლექციების წასაკითხად ამერიკის, ინგლისის, გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა