სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანინფორმაციის თავისუფლება
ინფორმაციის თავისუფლება - ხელისუფლების საქმიანობასა და სახელმწიფო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
//სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
ინფორმაციის თავისუფლება - ადამიანის ერთ-ერთი პირადი ხასიათის უფლება. ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით, გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, იქ დაცულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ინფორმაციის გაცნობაზე უკანონოდ უარის თქმა ან მცდარი ინფორმაციის წარდგენა დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის წესით.
//ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.