სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

იუსტიციის საბჭოს აპარატი

იუსტიციის საბჭოს აპარატი - საქართველოს იუსტიციის საბჭოს ჰყავს აპარატი, რომლის საქმიანობის წესს, ფუნქციებს და დებულებას განსაზღვრავს პრეზიდენტი. აპარატის მუშაობას უძღვება იუსტიციის საბჭოს მდივანი, რომელსაც იუსტიციის საბჭოს წევრთაგან (იუსტიციის მინისტრისა და პარლამენტის წევრების გარდა) 3 წლის ვადით ნიშნავს პრეზიდენტი. იუსტიციის საბჭოს მდივნის ფუნქციებია: იუსტიციის საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, საბჭოს სხდომათა მომზადება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურებრივ დოკუმენტებზე ხელის მოწერა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხა უფლებამოსილებების შესრულება.
//სასამართლო ხელისუფლება საქართველოში : მიმოხილვა ქართ. და ინგლ. ენ. - [თბ. : ALPE], 2002
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა