სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

კანონი

კანონი - (ბერძნ. kanon წესი, განაწესი) - სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაკუთრებული წესით მიღებული ნორმატიული აქტი. ზოგ ქვეყანაში კანონს იღებენ საყოველთაო სახალხო კენჭისყრით, ანუ რეფერენდუმით. კანონი აწესრიგებს მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ურთიერთობებს, წარმოადგენს მოქმედი სამართლის წყაროს.
კანონის მიღების პროცედურა შედგება რამდენიმე სტადიისაგან: კანონპროექტის მომზადება, საკანონმდებლო ინიციატივა, კანონპროექტის განხილვა, მიღება, კანონპროექტის გადაცემა პრეზიდენტისათვის ხელმოსაწერად, კანონის გამოქვეყნება.
//ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა