სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

კომპეტენცია

კომპეტენცია - (ლათ. compententia) - ამა თუ იმ სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის უფლებამოსილება, რომელიც განსაზღვრავს მის ადგილს სახელმწიფო ორგანოების სისტემაში. საკითხთა წყება, რომელთა ჯეროვანი ცოდნა მოეპოვება ვისმე.
//ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.

კომპეტენცია - კომპეტენცია წარმოადგენს თვისებების, შესაძლებლობებისა და შეხედულებების დინამიურ კომბინაციას. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კომპეტენციის განვითარება. კომპეტენცია ყალიბდება სხვადასხვა კურსების ფარგლებში და სხვადასხვა საფეხურზე ფასდება. იგი შეიძლება დაიყოს საგანთან დაკავშირებულ კომპეტენციად (დარგისათვის სპეციფიკური) და ზოგად კომპეტენციად (რომელიც საერთოა ყველა აკადემიური სფეროსათვის).
//კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა