სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

კონტროლის პალატა

კონტროლის პალატა - სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანო, შექმნილი სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვაზე ზედამხედველობის მიზნით. იგი ემსახურება ეროვნული სიმდიდრისა და სახელმწიფო ქონების დაცვას, აკონტროლებს და აანალიზებს სახელმწიფო მატერიალური და ფულადი რესურსების გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობასა და ეფექტიანობას.
//ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.

კონტროლის პალატა - სახელმწიფო კონტროლის ორგანო, პასუხისმგებელია სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების მართებულად გამოყენების კონტროლსა და ამ სახსრების გახარჯვის ზედამხედველობის განხორცილებაზე.
//სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002

 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა