სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

ILO

ILO - შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია. შეიქმნა 1919 წელს ვერსალის შეთანხმების შესაბამისად. ერთა ლიგის ერთადერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც გადაურჩა მეორე მსოფლიო ომს - ILO, დღეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი სპეციალიზირებული სააგენტო. მას აქვს საკუთარი წესდება, ჰყავს წევრები, საკუთარი ორგანოები, ბიუჯეტი და მომსახურე პერსონალი; მას გაეროსთან დადებული აქვს ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს მათ ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას. ILO -ს ძირითადი საქმიანობაა, ჩამოაყალიბოს შრომითი სტანდარტები კონვენციების და რეკომენდაციების ფორმით, და იმის ზედამხედველობა, თუ როგორ ანხორციელებენ მათ მთავრობები ეროვნულ დონეზე.
//ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმები,-[კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი] - თბ., -2005
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა