სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანპროკურატურა
პროკურატურა - სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამოძიების მაწარმოებელი სახელმწიფო სტრუქტურა. გამოდის სახელმწიფო ბრალმდებლად სასამართლოში.
//სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
პროკურატურა - სასამართლო ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონიერების დაცვის ფუნქციას.
//ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
პროკურატურა - 1. ახორციელებს სისხლის სამართლებრივი დევნას; 2. სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას; 3. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას. 4. ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას; 5. ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდისას, თხზულებიღი ხასიათის სხვა ღონისძიებათა აღსრულებისას, აგრეთვე დაკავების, წინასწარი პატიმრობის და ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში; 6. სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობს, როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას; 7. კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.
პროკურატურის მუშაობას უძღვება გენერალური პროკურორი, რომელსაც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 5 წლის ვადით ირჩევს პარლამენტი. ქვემდგომ პროკურორებს თანამდებობაზე თავად გენერალური პროკურორი ნიშნავს. კანონმა პროკურორებითვის, ისევე როგორც მოსამართლეებისთვის, გაითვალისწინა საკვალიფიკაციო გამოცდები, რომელსაც საქართველოს იუსტიციის საბჭო ატარებს.
პროკურატურაზე კონტროლის განხორციელების უფლება, კანონით მინიჭებული ფარგლების გათვალისწინებით და შესაბამისი პროცედურის დაცვით, მინიჭებული აქვთ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და სასამართლო ხელისუფლებას.
ორგანული კანონი პროკურატურის შესახებ განსაზღვრავს გამოცდების ჩატარების წესს, ასევე პროკურატურის უფლებამოსილებას, ორგანიზაციას, საქმიანობის წესსა და ა.შ..
//სასამართლო ხელისუფლება საქართველოში : მიმოხილვა ქართ. და ინგლ. ენ. - [თბ. : ALPE], 2002