სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანქორწინება
ქორწინება - ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი და რეგისტრირებული კავშირი. დაქორწინებისათვის აუცილებელია საქორწინო ასაკი და დასაქორწინებელ პირთა თანხმობა.
//ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ქორწინება - განსაზღვრებით, რომელიც რომაელ იურისტს მოდესტინფსს (IIIს.) ეკუთვნის: „ქორწინება წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის კავშირს, მათი ცხოვრების ერთობას, მათ თანამონაწილეობას ღვთაებრივ კაცობრივ სამართალში“ ქრისტიანულმა ეკლესიამ ქორწინების განმარტება რომაული კანონებიდან ისესხა და მას წმინდა წერილზე დაყრდნობით, ქრისტიანული გააზრება მისცა. ბუნებრივია, დადგინდა კიდეც ის აუცილებელი წესები რომელთა აღსრულების შემთხვევაშიც ქორწინება ქმედითუნარიანად ითვლებოდა. ასევე დაწესდა გარკვეული აკრძალვებიც. ქორწინების ამკრძალავი გარემოებები შეიძლება ყოფილიყო აფსოლუტური და პირობითი. აბსოლუტური აკრძალვაა: როცა პიროვნებას ეკრძალება ქორწინება სხვა ნებისმიერ ადამიანთან. პირობითი აკრძალვა კი კრძალავს ორი კონკრეტული პიროვნების ქორწინებას.
//ტარყაშვილი ნინო, ქრისტიანული (მართლმადიდებლური) ქორწინების დაბრკოლებები გარემოებები და განქორწინებულთა უფლება-მოვალეობები დეკანოზ ციპინის წიგნის „საეკლესიო სამართლის“ მიხედვით [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი, –თბ.,– 2002
ქორწინება - ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომლის აუცილებელ პირობას მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის სახელმწიფო ორგანოში რეგისტრაცია წარმოადგენს.
სამოქალაქო კანონმდებლობით, ქორწინებისას მეუღლეები იძენენ სრულიად ახალ უფლებებს. ეს უფლებებია პირადი უფლებები, რომლებიც წარმოადგენენ გვარის არჩევის; საოჯახო საკითხების ერთობლივად გადაწყვეტის; საქმიანობის არჩევის და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებები.
//გულიაშვილი ელზა. ქალი, როგორც სრულუფლებიანი სუბიექტი (სამოქალაქო და შრომის კანონთა კოდექსის მიხედვით) ალმანახი // ალმანახი №7 [ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, – 1998