სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანთავისუფლების აღკვეთა
თავისუფლების აღკვეთა - თავისუფლების აღკვეთა არის სასჯელის სახე, რაც ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მის მოთავსებას. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული, რომელსაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი, მოთავსდება არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში.
თავისუფლების აღკვეთა არის ვადიანი და უვადო. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება 6 თვიდან ოც წლამდე ვადით. დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შეჯამებისას თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა შეჯამებისას - 30 წელს.
უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის. ეს სასჯელი არ დაენიშნება იმას, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე არ შესრულებია 18 წელი, ან ვისაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის შეუსრულდა 60 წელი.
//ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.