სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

წამება

წამება -განსაკუთრებულად არაადამიანური მოპყრობა, რომელიც ინფორმაციის ან აღიარებითი ჩვენების მოპოვების, ან დასჯის მიზნით ხორციელდება და, საზოგადოდ, არაადამიანური მოპყრობის უმძიმეს გამოვლინებას წარმოადგენს.
//ადამიანის უფლებები და პოლიციური პრაქტიკა. [თბ. : ALPE], 2005.

წამება - გაეროს გენერალური ასამბლეის 1984 წლის 10 დეკემბრის რეზოლუცია: ,,ამ კონვენციის მიზნებისათვის განსაზღვრება ნიშნავს ნებისმიერ მოქმედებას, რომლითაც რომელიმე პირს განზრახ აყენებენ ძლიერ ტკივილს ან ტანჯვას, ფიზიკურს თუ მორალურს, რათა მისგან ან მესამე პირისაგან მიიღონ ინფორმაცია ან აღიარება, დასაჯონ ეს პირი მის მიერ ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან ისეთი მოქმედებისათვის, რომლის ჩადენაშიც იგი ეჭვმიტანილია, აგრეთვე დააშინონ ან აიძულონ იგი ან მესამე პირი, ან ნებისმიერი ხასიათის დისკრიმინაციაზე დაფუძნებული ნებისმიერი მიზეზით, როცა ასეთ ტკივილს ან ტანჯვას ამ პირს აყენებენ სახელმწიფო თანამდებობის ან სხვა ოფიციალური პირები, ან ხდება მათი წაქეზებით, ნებართვით თუ უსიტყვო თანხმობით. ამ განმარტებაში არ შედის ტკივილი ან ტანჯვა, რომელსაც ბუნებრივად განიცდის პირი კანონიერი სანქციის შედეგად ან თუ განუყოფელია ამ სანქციისაგან“.
//შევაჩეროთ წამება, – [შემდგ: ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი], – ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის , – თბ., 2003.

წამება - წამებას წარმოადგენს:
● სასტიკი სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის ან ტანჯვის მიყენება,
● ტკივილის მიზანმიმართულად და განზრახ მიყენება,
● ცალკეული მიზნის განხორციელება, როგორიცაა: ინფორმაციის მოპოვება, დასჯა ან დაშინება.
//რეიდი აისლინგ. წამების აკრძალვა : ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის განხორციელება : გზამკვლევი / [ავტ.: აისლინგ რეიდი ; მთარგმნ.: ლაშა ჭელიძე და სხვ. ; რედ.: ლაშა ჭელიძე] - [თბ. : ევროპის საბჭო, 2005]

 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა