სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

წამების საწინააღმდეგო კომიტეტი

წამების საწინააღმდეგო კომიტეტი - ექსპერტთა ორგანო, რომლის წევრობის კანდიდატებს წარადგენენ კონვენციის მონაწილე ქვეყნები და მათ ამტკიცებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტი. მასში გაერთიანებულნი არიან მაღალზნეობრივი და პრინციპული ადამიანები, რომელთაც აქვთ დიდი პროფესიული გამოცდილება ან განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობენ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. კომიტეტის წევრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან, თუმცა მათ შორის იურისტები და ექიმები ჭარბობენ.
წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ,,წამებისა და არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის თავიდან აცილების შესახებ” ევროპული კონვენციის საფუძველზე ჩამოყალიბდა.
//ადამიანის უფლებები და პოლიციური პრაქტიკა. [თბ. : ALPE], 2005.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტი - „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის საფუძველზე ჩამოყალიბდა წამების საწინააღმდეგო კომიტეტი. ეს კომიტეტი ღებულობს პერიოდულ ანგარიშებს კონვენციის ხელისმომწერი სახელმწიფოებისგან და ამოწმებს ინფორმაციას, რომელიც შეიცავს დასაბუთებულ მინიშნებებს იმასთან დაკავშირებით, რომ კონვენციის ხელისმომწერი ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე სისტემატურად აქვს ადგილი წამების შემთხვევებს.
//ადამიანის უფლებები და მათი დაცვა საერთაშორისო კანონმდებლობით : [ბუკლეტი პოლიციის თანამშრომელთათვის / მომზადებულია რალფ ქროშოუს მიერ] - [თბ.], 2002

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის - კომიტეტის შემადგენლობაში შედიან დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ექსპერტები - იურისტები, მედიკოსები, პენიტენციალურ დაწესებულებათა თანამშრომლები და პოლიტიკოსები.
კომიტეტს აქვს უფლება დაუბრკოლებლად შევიდეს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში (ციხეებში, პოლიციის განყოფილებებში, სამხედრო ნაწილების შესაბამის დაწესებულებებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში), რათა გაეცნოს იქ მყოფ პირთა მდგომარეობას. კომიტეტს შეუძლია აგრეთვე მიმართოს ინფორმაციისათვის ნებისმიერ პირს ან არასამთავრობო ორგანიზაციას.
კომიტეტი ახორციელებს გეგმიურ ან საგანგებო ვიზიტებს ევროსაბჭოს ქვეყნებში, რომელთა მიხედვით აწვდის შესაბამის მთავრობას მოხსენებას, რომელიც შეიცავს კომენტარებსა და რეკომენდაციებს. კომიტეტს შეუძლია აგრეთვე გამოთქვას სურვილი მიიღოს სახელმწიფოსაგან დამატებითი ინფორმაცია. მოხსენებასთან დაკავშირებით მოცემულ სახელმწიფოს სთავაზობენ 6 თვის განმავლობაში მოამზადოს პასუხები წინასწარი ფორმით, ხოლო 12 თვის განმავლობაში - ვრცელი ფორმით. კომიტეტის მოხსენებაც და სახელმწიფოს პასუხები კონფიდენციალურია, მაგრამ, როგორც წესი, სახელმწიფოები ახდენენ ამ მასალების გამოქვეყნებას.
//ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა