სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

ეთნიკური ჯგუფი

ეთნიკური ჯგუფი - ადამიანთა პოპულაცია, რომლის წევრები ერთმანეთთან აიგივებენ თავის საერთო წარმომავლობის ან წინაპრების, საერთო კულტურის, ქცევების, ენის ან რელიგიის საფუძველზე.რომ განვაზოგადოთ, ეთნიკური ჯგუფის საერთო იდენტობა დაფუძნებულია რასობრივ, ეროვნულ, ან რელიგიურ კუთვნილებაზე.
//ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.

ეთნიკური ჯგუფი – ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალური დაჯგუფების განსაკუთრებული სახეობა, რომელიც ცნობილია ტომის, ეროვნების, ერისა და სხვა წარმონაქმნის სახით. თავის მხრივ, ეს სახელწოდება უთანაბრდება ტერმინს “ხალხის” ეთნოგრაფიულ მნიშვნელობას.
//ღლიღვიაშვილი რევაზ. გენოციდი // ალმანახი №12, [სისხლის სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა