სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანერი
ერი/ნაცია - არის დიდი გაერთიანება ან აგლომერაცია ადამიანებისა, რომლებიც იზიარებენ მათთვის საერთო და სხვებისაგან განსხვავებულ რასობრივ, ენობრივ, ისტორიულ ან კულტურულ მემკვიდრეობას. ეს ხელს უწყობს ადამიანებს, აღიქვან თავი მათთვის ღირებულ ბუნებრივ გაერთიანებას მიკუთვნებულად: „ჩვენ ერთ ბედქვეშ ვართ და ასე უნდა გაგრძელდეს სამუდამოდ“.
ერი ხალხის ერთობა, ვინც მოახდინა თვითგამორკვევა, აქვს საერთო ისტორია, ენა, კულტურა და ქვეყანა.
ერი არის ხალხის, კულტურისა და ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე მდგრადი ორგანიზაცია.
ერი არის შედარებით დიდი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც ორგანიზებას უწევს და მართავს ერთი დამოუკიდებელი მთავრობა; აქვთ ტერიტორია, დამოუკიდებელი საელმწიფო, საერთო წეს-ჩვეულებები, წარმომავლობა და ისტორია.
ერი არის ერთობა ხალხისა საერთო წარმომავლობით, ისტორიით, ენით, კულტურით და სხვა, მაგრამ არ არის აუცილებელი, მას ჰქონდეს სახელმწიფო ან ტერიტორიული საზღვრები.
ერი არის კულტურულად ჰომოგენური ადამიანების ჯგუფი, უფრო დიდი, ვიდრე ტომი ან თემი, რომელიც იზიარებს საერთო ენას, ინსტიტუციებს, რელიგიას და ისტორიულ გამოცდილებას.
რომ განვსაზღვროთ ნაცია/ერი, - ეს არის იმ ადამიანთა ერთობლიობა, რომელთა საერთო იდენტობა ქმნის ფსიქოლოგიურ საზღვრებს და პოლიტიკურ ერთობას
//ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
ერი - (ნაცია) ადამიანთა სოციალურ-ისტორიული ერთობის ფორმაა, რომელიც ყალიბდება ტერიტორიის, ეკონომიკური კავშირების, საერთო ეროვნული ლიტერატურული ენის, ეროვნული კულტურის ძირითად თავისებურებათა და მათთან უშუალოდ დაკავშირებული ფსიქიკური წყობის ერთობის ბაზაზე.
//ღლიღვიაშვილი რევაზ. გენოციდი // ალმანახი №12, [სისხლის სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999.