სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანიდეოლოგია
იდეოლოგია - რაციონალურად განსაზღვრული პრინციპთა სისტემა. რომელშიც ერთიან სისტემაშია მოყვანილი გარკვეული წარმოდგენები რეალობაზე, ზოგადი ღირებულებითი ორიენტაციები და პრაქტიკული მოქმედების პრინციპები. ამ მიზნით იგი ჰგავს რელიგიას, უფრო სწორად, იდეოლოგია (ისტორიულად) სხვა არაფერია, თუ არა რელიგიის სტერეოტიპი. შემთხვევითი არაა, იდეოლოგიის თვით ცნება საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ პერიოდში შეიქმნა: რაკი საფრანგეთის რევოლუციამ ეკლესია სახელმწიფოსაგან გამოყო და უარყო პოლიტიკურ რელიგიურ იდეებზე დამყარების ტრადიცია, საჭირო გახდა რელიგია შეცვლილიყო რაღაც სხვა მიძღვრებით. რომელიც იმავე ფუნქციას შეასრულებდა, ოღონდ, ახალი დროების შესაფერისად. რაციონალობაზე, მეცნიერებაზე იქნებოდა ორიენტირებული (სიტყვის მეორი ნაწილი - „ლოგია“ - სწორედ ამას მიანიშნებს).
შემდგომში სიტყვა „იდეოლოგია“ სხვადასხვა აზრით იხმარებოდა, მაგრამ უპირატესად იგი მაინც სხვადსხვა პოლიტიკური პროგრამის ფილოსოფიური წინამძღვრების ერთობლიობას აღნიშნავს, ანუ მასში ძირითადად იგულისხმება სამი ელემენტი: გარკვეული ზოგადი წარმოდგენა სამყაროზე, რეალობაზე (არსებითად, ცხადია, სოციალურ რეალობაზე - ადამიანთა საზოგადოებაზე); ღირებულებით წარმოდგენათა ერთობლიობა, ე.ი. შეხედულებები იმაზე, თუ რა ღირებულებებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა სოციალური სისტემის აგებისას (პიროვნების თავისუფლება, თანასწორობა, ტრადიციების დაცვა, და ა.შ.); და ბოლოს, პრაქტიკული მოქმედების პრინციპი, რასაც უშუალოდ ემყარება პოლიტიკური პროგრამები (ე.ი. წარმოდგენები იმაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს უპირატესად მიჩნეული ღირებულებები სოციალურ რეალობაში). იდეალურ შემთხვევაში პოლიტიკური პარტია სხვა არა უნდა იყოს რა, თუ არა გარკვეული იდეოლოგიით გაერთიანებულ ადამიანთა ერთობლიობა. თუ - როგორც ზოგიერთი ფიქრობს - იდეოლოგიის ცნება მოძველდა და დღეს „დეიდეოლოგიზაციის“ ეპოქაში ვცხოვრობთ, მაშინ პოლიტიკური პარტიების საჭიროებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, მაგრამ, ჩემი აზრით, „დეიდეოლოგიაზაციის“ თეორია (რომელიც დასავლეთში რამდენიმე ათეული წლის წინ იყო მოდაში) ტექნოკრაქტიული უტოპიაა, ხოლო სინამდვილეში დასავლეთის პოლიტიკური აზროვნება დღესაც საკმაოდ იდეოლოგიზებულია.
//სამოქალაქო საზოგადოება : ფონდ ევრაზიის გრანტის C97-0124 საფუძველზე / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია] ; სამოქალაქო განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ., 1998