სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

იმიჯი

იმიჯი - მიზანდასახულად შექმნილი განსაკუთრებული სახე-წარმოდგენა, რომელიც ასოცირების მეშვეობით ობიექტს (მოვლენას, პიროვნებას და ა. შ.) ანიჭებს დამატებით ფასეულობებს (სოციალურს, პოლიტიკურს, ფსიქოლოგიურს, ესთეტიკურს და ა. შ.), რის წყალობითაც ხელს უწყობს მის უფრო ემოციურ აღქმას.
ფასეულობები, რომლითაც იმიჯი „ავსებს“ ობიექტს, შეიძლება სინამდვილეში არც გააჩნდეს მას, მაგრამ ამ ფასეულობებს გარკვეული მნიშვნელობა აქვთ იმ ადამიანებისათვის, რომლებიც იმიჯს აღიქვამენ.
//მაცაბერიძე მალხაზ. არჩევნები და პოლიტიკური მარკეტინგი, - საქ. ახალგაზრ. პოლიტ. ასოციაცია პლურალიზმის ცენტრი,- თბ,. -1997.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა