სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანკავშირი
კავშირი - ცნება კავშირის განმარტება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 30.2-ე მუხლში: კავშირი არის იურიდიული პირი, რომელშიც საერთო მიზანს ისახავს რამდენიმე პირი და მისი არსებობა დამოუკიდებელია მასში წევრთა შემადგენლობის ცვლილებებისაგან. კავშირის დასაფუძნებლად აუცილებელია ხუთი დამფუძნებელი წევრი მაინც.
ამ განმარტებით შეიძლება გამოვყოთ კავშირის დამახასიათებელი ნიშნები: 1) კავშირი არის იურიდიული პირი; ბ) კავშირს აქვს საერთო მიზანი, რომელსაც განსაზღვრავენ დამფუძნებლები კავშირის წესდებით; გ) კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული წევრთა შემადგენლობის ცვლილებისაგან. კავშირის დასაფუძნებლად აუცილებელია ხუთი დამფუძნებელი წევრი მაინც.
კავშირი ზოგადად (კრებითი) სახელია იმ საზოგადოებრივი გაერთიანებებისა, რომლებიც მოქმედებენ ასოციეციების, ცენტრების, კლუბების, ინსტიტუტების, აკადემიებისა თუ სხვათა სახით.
//სამოქალაქო საზოგადოება : ფონდ ევრაზიის გრანტის C97-0124 საფუძველზე / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია] ; სამოქალაქო განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ., 1998