სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

კომფორტის ქალები

კომფორტის ქალები - (Comfort Women) სქესობრივი ძალადობის მაგალითი, მეორე მსოფლიო ომის დროს აღმოსავლეთ აზიაში მომხდარ შემთხვევა: ტოკიოს ტრიბუნალმა იგნორირება გაუკეთა იმ 200 000-ზე მეტი ახალგაზრდა ქალის ბედს, რომლებიც სექსუალურ მონობაში იმყოფებოდნენ. ეგრეთ წოდებული კომფორტის ქალები იძულებულნი იყვნენ საჯარისო ნაწილებს გაჰყოლოდნენ ომში და მრავალჯერადი გაუპატიურების მსხვერპლი გამხდარიყვნენ. ზოგჯერ მსხვერპლს დღეში ორმოცჯერ აუპატიურებდნენ, მათი მცირე ნაწილი იაპონელ სამხედროებს მონების მსგავსად შინ მიჰყავდათ და სექსუალური ურთიერთობის გარდა საოჯახო საქმესაც აიძულებდნენ. ამ ფაქტების გამოაშკარავება XX საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო, როდესაც მსხვერპლმა ქალებმა სიმართლის თქმა გადაწყვიტეს.
//თომაშვილი თამარ. სქესობრივი და გენდერული ძალადობა შეიარაღებული კონფლიქტების დროს, [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა