სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

ოჯახი

ოჯახი - საქართველოს სამოქალაქო სამართლის მიხედვით, ოჯახი ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო ორგანოში, რამდენადაც, სამართლებრივი თვალსაზრისით, მხოლოდ ასეთი რეგისტრაცია წარმოშობს მეუღლეთა შორის გარკვეულ უფლებებსა და მოვალეობებს. სამოქალაქო სამართლის 1152-ე მუხლით აღიარებულია მეუღლეთა თანასწორუფლებიანობა და განმარტებულია, რომ საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობები. სხვა უფლებებთან ერთად, მათ აქვთ საოჯახო საკითხების ერთობლივად გადაწყვეტის, საქმიანობისა და საცხოვრებელი ადგილის (თუ ამით არ ილახება ოჯახის საერთო ინტერესი) თავისუფლად არჩევის, თანასაკუთრებაში არსებული ქონების ურთიერთშეთანხმებით მართვისა და განკარგვის უფლება. რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი უპირატესობის მინიჭება სოციალური ან ქონებრივი მდგომარეობით ან სქესის ნიშნით წარმოადგენს დისკრიმინაციას, რაც დაუშვებელია და იკრძალება კანონით.
//გაფრინდაშვილი ქეთი, ფხაკაძე რუსუდან. ძალადობა ოჯახში, [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ.,2002
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა