სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

პოლიტიკური მარკეტინგი

პოლიტიკური მარკეტინგი - იკვლევს პოლიტიკური ბაზრის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების პრობლემას. მას მჭიდრო კავშირი აქვს ისეთ დისციპლინებთან, როგორიცაა პოლიტიკური ფსიქოლოგია, პოლიტიკური გეოგრაფია, პოლიტოკური სემანტიკა, პოლიტიკური სოციოლოგია, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების სოციოლოგია და სხვ.
პოლიტიკური მარკეტინგი წარმოადგენს თეორიებისა და მეთოდების ერთობლიობას, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ პოლიტიკის სუბიექტებს იმისათვის, რომ განსაზღვრონ თავიანთი მიზნები და პროგრამები და იმავდროულად ზემოქმედება მოახდინონ მოქალაქეთა ქცევაზე.
//მაცაბერიძე მალხაზ, არჩევნები და პოლიტიკური მარლეტინგი. / საქ. ახალგაზრდა პოლიტოლოგთა ასოციაცია პლურალიზმის ცენტრი – თბ., 1997

 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა