სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

პოლიტიკური რეკლამა

პოლიტიკური რეკლამა - საარჩევნო კამპანიის გადამწყვეტი ელემენტია. ესაა ტრადიციული პლაკატები, ტრანსფარანტები, ფურცლები თუ სატელევიზიო სარეკლამო რგულები.
რეკლამა - ბაზრის კონკურენციის ინსტრუმენტია. პოლიტიკური რეკლამის ძირითადი ამოცანებია:
- გარკვეული პოლიტიკური ძალების პოლიტიკური პლატფორმის არსი გადმოსცეს მისაწვდომი, ემოციური, ლაკონური, ორიგანული და ადვილად დასამახსოვრებელი ფორმით; განაწყოს ამომრჩევლები მის მხარდასაჭერად;
- ჩამოაყალიბოს მასობრივ ცნობიერებაში ჩანერგოს გარკვეული წარმოდგენა მათი ხასიათის შესახებ; - შექმნას სასურველი ფსიქოლოგიური განწყობა, რაც განაპირობებს გრძნობების, სიმპათიების მიმართულებას და სემდეგ ადამიანის მოქმედებასაც.
პოლიტიკური რეკლამა, ბუნებრივია ამარტივებს რთულ პოლიტიკურ პროგრამებს და ის უბრალო ალტერნატივებზე დაჰყავს, მაგრამ სწორედ ამის გამო ის უაღრესად მისაწვდომი და პოლიტიკური ბრძოლის ეფექტური ინსტრუმენტი ხდება.
//მაცაბერიძე მალხაზ, არჩევნები და პოლიტიკური მარლეტინგი. / საქ. ახალგაზრდა პოლიტოლოგთა ასოციაცია პლურალიზმის ცენტრი – თბ., 1997
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა