სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

პოსტკოლონიალური ან ფერადკანიან ქალთა ფემინიზმი

პოსტკოლონიალური ან ფერადკანიან ქალთა ფემინიზმი - ფერადკანიან ქალთა გამოცდილებიდან წამოიშვა, ცნობილია ასევე, როგორც ანტირასისტული ან ანტიიმპერიალისტური ფემინიზმი.
ძირითადად ეკონომიკურ საკითხებს აკრიტიკებს, მაგრამ განსაკუთრებით აქცენტს აკეთებს მჩაგრავი ძალების ურთიერთქმედებაზე, კერძოდ, რასობრივ და ეროვნულზე. ამ მიმართულების წარმომადგენლები აანალიზებენ, თუ როგორ არის გადაჯაჭვილი გენდერი, რასა, კლასი, ეროვნული და იმპერიალისტური იერარქიები, რაც განსაკუთრებით უთხრის ძირს მესამე სამყაროს ქალის ცხოვრებას.
მისი აზრით, სისტემატური ჩაგვრა ჩართულია გლობალურ სისტემებში, მაგალითად, მესამე სამყაროს ქალების ძლიერი ექსპლოატაცია წარმოებებში, სადაც ოფლმდენი სისტემა არსებოს, განვითარებად ქვეყნებში შექმნილია მრავალეროვანი კორპორაციების მიერ.
ეს მიმართულება ორმოციანი წლების მეორე ნახევარში გაჩნდა, მისმა წარმომადგენლებმა, ძირითადად ფერადკანიანმა ამერიკელმა ქალებმა, გააკრიტიკეს გაბატონებილი ფემინისტური დისკურსი, რომელიც ქალის გამოცდილებას საერთოობასა და ერთიანობაშო, ანუ ქალურ უნივერსალიზმში მდგომარეობდა. გაჩნდა ეროვნული, ლოკალური და ეთნიკური ფემინიზმები.
//ჯავახიშვილი ნინო, ფემინიზმის მიმართულებები, ფემინისტური და გენდერული მოძრაობა [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა