სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანპოსტმოდერნისტული ფემინიზმი
პოსტმოდერნისტული ფემინიზმი - სერიოზულად უდგება ქალის ძალაუფლებას, ქალის ჩაგვრის და ქალის ბრძოლის საკითხებს, მაგრამ მიაჩნია, რომ ქალის და გენდერის გაგება გამარტივებულია.
პოსტმოდერნისტულ ფემინიზმს მიაჩნია, რომ ყოველი ადამიანი მეტია, ვიდრე ქალი და კაცი. ჩვენ ყველას გვაქვს რასა, კლასი, კულტურული მემკვიდრეობა, ასაკი, და სხვა მრავალი თვისება, რომლებითაც აიგება ჩვენი იდენტობა, ქალები და მამაკაცები ამ და სხვა მაჩვენებლებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
ამდენად, ქალების პოლიტიკაში მონაწილეობაზე საუბარი დიდი გამარტივებაა, რადგან ქალთა განსხვავებული ჯგუფები არსებობს.
ამიტომ, ქალები პოლიტიკაში ერთი ხმით ვერ ილაპარაკებენ, ყველგან უნდა ვაღიაროთ მათი განსხვავება.
//ჯავახიშვილი ნინო, ფემინიზმის მიმართულებები, ფემინისტური და გენდერული მოძრაობა [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002