სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ
ლექსიკონის აგებულება |
შემოკლებები
ა
|
ბ
|
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი | კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ | ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ
|
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ
|
ჩ |
ც
|
ძ |
წ | ჭ
|
ხ |
ჯ |
ჰ
<< თავიდანრადიკალური ფემინიზმი
რადიკალური ფემინიზმი - განიხილავს ქალის ჩაგვრას, როგორც ყველაზე ფუნდამენტურს, საიდანაც ჩაგვრის სხვა სახეები გამომდინარეობს, ხოლო მის საფუძველს პატრიარქალურ სისტემაში ხედავს.
რადიკალური ფემინისტების აზრით, გაუფასურებულია ქალის სხეულთან დაკავშირებული მოქმედებები და გამოცდლება, სექსუალური ძალადობა არის ქალის სოციალური კონტროლის ფორმა პატრიარქატის პირობებში.
რადიკალური ფემინისტებს მიაჩნიათ, რომ გენდერული უთანასწორობა საზოგადოებაში ფუნდამენტური ცვლილებების შედეგად უნდა აღმოიფხვრას. ასეთი ცვლილება შეიძლება განხორციელდეს პატრიარქალური სისტემის გარეთ ალტერნატივების შექმნით, ან სისტემის შიგნიდან შეცვლით.
თუ ლიბერალური ფემინიზმი აქცენტს აკეთებს ქალთა თანაბარ შესაძლებლობებზე, რათა მამაკაცებისათვის განსაკუთრებული პრივილეგიები ქალებმაც მიიღონ, რადიკალური ფემინიზმი მოითხოვს მამაკაცების მიერ დადგენილი ნორმებისა და სექსუალური ძალადობისაგან ქალების თავისუფლებას და ავტონომიას.
პოლიტიკასთან მიმართებაში, ამ მიმდინარეობის წარმომადგენელთა აზრით, ქალებმა ფუნდამენტურად უნდა შეცვალონ პოლიტიკური ინსტიტუტები, შემოიტანონ რა ქალთა ღირებულებები და ქცევები.
//ჯავახიშვილი ნინო, ფემინიზმის მიმართულებები, ფემინისტური და გენდერული მოძრაობა [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002